ავტორიზაცია

"ლიდსმა ვერ იყიდა ტოტი, ჯიჯი, იბრა და კავანი - კვარას ტრანსფერზე იგივე არ განმეორდება", - ინგლისური პრესა

"ლიდსმა ვერ იყიდა ტოტი, ჯიჯი, იბრა და კავანი - კვარას ტრანსფერზე იგივე არ განმეორდება", - ინგლისური პრესა
თარიღი 08 მაი 2021, 11:22

HITC-ი აგრძელებს ყაზანის "რუბინის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდს იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერას.

გამოცემამ ყურადღება ამჟამად გადაიტანა უშუალოდ "თეთრებზე" და აღნიშნა, თუ როგორი მნიშვნელოვანი იქნება კლუბისთვის ქართველის ტრანსფერი.

"რადრიცანის ბევრი დასცინოდა, როდესაც მან დაანონსა ლიდსში ბიელსას მოსვლა, თუმცა მან რეალურად აასრულა დანაპირები, გუნდი კი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.

მართალია, ტოტის, ბუფონის, იბრაჰიმოვიჩისა და კავანის დონის ფეხბურთელების მოყვანა გამოდგა შეუძლებელი, თუმცა მთავარი არის ის, რომ იტალიელი პრეზიდენტი "თეთრებისთვის" რეალურად ბევრს აკეთებს.

მისი მიზანია თავისი კლუბის ეპლ-ის მწვერვალზე დაბრუნება და ეს ყველაფერი წესით კვარაცხელიას ტრანსფერით უნდა დაიწყოს.

ანდრეას მის სანაცვლოდ არ ენანება ფინანსური რესურსი და არაა გამორიცხული, რომ ქართველი შემტევი იორკშირელთა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდეს".

შეგახსენებთ, რომ "წითელ-მწვანეები" თავის შემტევს აფასებენ 30 მილიონ ევროდ, ფუნტ სტერლინგებში ეს თანხა 26 მილიონს შეადგენს.

აქვე დავამატებთ, რომ "ფარშევანგების" გარდა, 20-წლის ვინგერის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსსა" და სხვებს.

"ბანკი გატეხე და იყიდე! ორჯერ ვუყურე მის თამაშს, ის არარეალურია!", - ლიდსის ფანები კვარაცხელიას შესახებ

"99%-ით გადაწყვეტილია, რომ კვარაცხელიას ზაფხულში დიდ გუნდში ვიხილავთ", - დავითაშვილი