ავტორიზაცია

"ბანკი გატეხე და იყიდე! ორჯერ ვუყურე მის თამაშს, ის არარეალურია!", - ლიდსის ფანები კვარაცხელიას შესახებ

"ბანკი გატეხე და იყიდე! ორჯერ ვუყურე მის თამაშს, ის არარეალურია!", - ლიდსის ფანები კვარაცხელიას შესახებ
თარიღი 07 მაი 2021, 12:54

HITC-იმ ყაზანის "რუბინის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდს იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ კიდევ ერთხელ დაწერა.

აღსანიშნავია, რომ თავად სტატიაზე საინტერესო გამოდგა "თეთრების" გულშემატკივრების კომენტარები სოციალურ ქსელში. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ტვიტებს.

"მიდი ვიქტორ, შენ შეგიძლია ამის გაკეთება!"

"საინტერესო და ორივე ფეხით მოთამაშე ვინგერი. ლიდსისთვის იდეალურად სწრაფი"

"კარგი ფეხბურთელია, თუმცა მე უპირატესობას ქართველ მესის ვანიჭებ. ის სენსაციურია, უბრალოდ აქვს რთულად წარმოსათქმელი სახელი - ხვიჩა კვარაცხელია"

"20-წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ მსხვილი თანხაა. წესით კარგი უნდა იყოს"

"ბანკი გატეხე და იყიდე! ორჯერ ვუყურე მის თამაშს, ის არარეალურად მაგარია!"

"99%-ით გადაწყვეტილია, რომ კვარაცხელიას ზაფხულში დიდ გუნდში ვიხილავთ", - დავითაშვილი

"ქართველი მესი შესაძლოა მილანში გადმოვიდეს", - როსონერის ფან-კლუბი კვარაცხელიას შესახებ