"კვარაცხელიას რუბინში სხვა ქართველი შეცვლის", - რუსული პრესა
რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/2021 წლის სეზონი დასრულდა. ვებ-გვერდმა Football.Kulichki-მ დასკვნით ტურში გამოარჩია ვოლგოგრადის "როტორის" შემტევი, ზურიკო დავითაშვილი:
"რუბინის წინააღმდეგ დავითაშვილი თამაშობდა გაასმაგებული მოტივაციით და მან თავისი ფლანგი უბრალოდ ნაწილებად დაგლიჯა.
ქართველი შემტევი აკეთებდა ყველაფერს - მიდიოდა დრიბლინგით, თამაშს იღებდა საკუთარ თავზე და ურტყამდა, თუმცა სამწუხაროდ, არაზუსტად.
მისი დამსახურებით როტორმა გაანეიტრალა მაკაროვი და ზოტოვი, რის შედეგაც ისინი მხოლოდ შორეულ დარტყმებს სჯერდებოდნენ.
კვარაცხელიას გაყიდვის შემთხვევაში, ყაზანელებმა მის შემცვლელად სწორედ ზურიკო უნდა დააბრუნონ", - წერს რუსული პრესა.
შეგახსენებთ, რომ "წითელ-მწვანეების" საკუთრებაში მყოფი ვინგერი ხასანბი ბიჯიევის გუნდში განათხოვრების წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმყოფებოდა.
20-წლის გარემარბმა "როტორის" შემადგენლობაში მოასწრო 20 შეხვედრის ჩატარება, თუმცა გოლების გატანა მან ვერ მოახერხა.
კვარაცხელია 50 საუკეთესოს შორის - ჰოლანდთან ახლოს, ვინისიუსზე წინ
რუბინმა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა - რა თანხას ითხოვენ ყაზანელები?