კვარაცხელია 50 საუკეთესოს შორის - ჰოლანდთან ახლოს, ვინისიუსზე წინ
ყაზანის "რუბინის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში მოთამაშე 50 საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს შორის მოხვდა.
ქართველი შემტევი სიაში შეიყვანა FootballCritic-მა, რომელმაც ის 81 ქულით დააყენა მეშვიდე ადგილზე, ერლინგ ჰოლანდის, ალფონსო დევისის, ფილ ფოდენისა და ანსუ ფატის გვერდით.
აღსანიშნავია, რომ "წითელ-მწვანეების" ვინგერი უსწრებს ისეთ მოთამაშეებს როგორებიც არიან ვინისიუს ჟუნიორი, მეისონ გრინვუდი, როდრიგო გოესი, სერჟინიო დესტი, ტაკე კუბო, ედუარდო კამავინგა, დომინიკ სობოსლაი და სხვები.
შეგახსენებთ, რომ "ქვები" 20-წლის გარემარბს აფასებენ დაახლოებით 30 მილიონ ევროდ, მის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნსა" და ტურინის "იუვენტუსს". ტოპ 50-ის ათეული და რამდენიმე საინტერესო პოზიცია გამოიყურება ასე:
1. ერლინგ ჰოლანდი
2. ალფონსო დევისი
3. ფილ ფოდენი
4. ერიკ გარსია
5. ჯოვანი რეინა
6. ანსუმანე ფატი
7. ხვიჩა კვარაცხელია
8. უესლი ფოფანა
9. დომინიკ სობოსლაი
10. რაიან სესენიონი
...
11. ედუარდო კამავინგა
12. ვინისიუს ჟუნიორი
13. მეისონ გრინვუდი
14. კალუმ ჰადსონ-ოდოი
19. მიტჩელ ბაკერი
25. როდრიგო გოესი
35. ტაკეფუსა კუბო
45. სერჟინიო დესტი
ფოტო: კვარაცხელია ჰოლანდზე წინ - ქართველი შემტევი ამჯერად Soccer Manager-მა გამოარჩია
კვარაცხელია სეზონის ტოპ 50 ვინგერს შორის - სანეზე, პულიშიჩსა და სობოსლაიზე წინ!