ავტორიზაცია

კვარაცხელია სეზონის ტოპ 50 ვინგერს შორის - სანეზე, პულიშიჩსა და სობოსლაიზე წინ!

კვარაცხელია სეზონის ტოპ 50 ვინგერს შორის - სანეზე, პულიშიჩსა და სობოსლაიზე წინ!
თარიღი 13 მაი 2021, 12:32

ყაზანის "რუბინის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონის ტოპ-50 საუკეთესო შემტევ ფლანგელს შორის მოხვდა.

აღნიშნული სია შეადგინა Footballcritic-მა, რომელმაც ქართველი ვინგერი 41-ე პოზიციაზე გაიყვანა. ისმის კითხვა - რა არის მოთამაშეების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი?

თითოეულ შეხვედრაში შესრულებული სასარგებლო ქმედებების პროცენტული მაჩვენებელი და შესაბამისი ქულის აგრეთვე საშუალო მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ "წითელ-მწვანეების" გარემარბი უწრებს ისეთ გამორჩეულ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლეროი სანე და კრისტიან პულიშიჩი. გთავაზობთ ამ 50-ეულის პირველ და ბოლო 10-10 პოზიციას:

1. ჯეიდონ სანჩო

2. ნეიმარ ჟუნიორი

3. რიად მაჰრეზი

4. ლორენცო ინსინიე

5. ჯეკ გრილიში

6. მოჰამედ სალაჰი

7. დომენიკო ბერარდი

8. გარეტ ბეილი

9. ფედერიკო კიეზა

10. ფილ ფოდენი

...

41. ხვიჩა კვარაცხელია

42. მიგელ ალმირონი

43. დომინიკ სობოსლაი

44. მარინიო კოშტა

45. პედრუ ნეტუ

46. იენს ჰაუგე

47. მუსა ბაროუ

48. ჯეკ ჰარისონი

49. ლეროი სანე

50. კრისტიან პულიშიჩი

ბოლო მისია რუბინში - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია დასკვნით ტურში?

"მილანი კვარაცხელიას არავის დაუთმობს", - ქართველი შემტევის ტრანსფერი პრესაში კვლავ აქტუალურია