ავტორიზაცია

ბოლო მისია რუბინში - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია დასკვნით ტურში?

ბოლო მისია რუბინში - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია დასკვნით ტურში?
თარიღი 13 May 2021, 11:08

რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დარჩენილია ერთი ტური და ჩემპიონის ვინაობის გარდა, გარკვეული სხვა არაფერია.

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" ვერავინ წაართმევს პირველ ადგილს და უდიდესი ალბათობით ვერც მოსკოვის "სპარტაკს" მეორეს.

ახლა კი იწყება ყველაზე საინტერესო - მესამეადგილოსანი ხვდება ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ამ პოზიციას ამ დროისთვის იკავებს მოსკოვის "ლოკომოტივი", 53 ქულით.

4-5 ადგილოსნებს მოუწევთ ევროპა ლიგის მეორე და შესაბამისად მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა, აღნიშნულ პოზიციებზე არიან ყაზანის "რუბინი" და "სოჭი" 52-52 ქულით.

მათი გადასწრების შანსს ინარჩუნებს მოსკოვის "ცსკა", რომელიც 50 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს. ერთი სიტყვით, ჩვენთვის საყურადღებო "წითელ-მწვანეებს" 3 ქულა სჭირდებათ.

"ქვების" უკანასკნელი მოწინააღმდეგე იქნება ვოლგოგრადის "როტორი", რომელსაც თავის მხრივ გადასარჩენად შესაძლოა გამარჯვებაც კი არ ეყოს.

"ლურჯ-თეთრების" ბედი შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად არის დამოკიდებული კონკურენტ გუნდების შეხვედრაზე - "უფა" - ტულის "არსენალი".

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, 100%-ით მზად ის არ არის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლეონიდ სლუცკის გუნდს ჰაერივით სჭირდება მოგება, მისი მთავარი შეგირდი დიდი ალბათობით ითამაშებს.

რუსულ პრესაში ტრიალებს თეორია, რომ "რუბინის" ლიდერი თავის გუნდს მოუპოვებს ევროპა ლიგის საგზურს, შემდეგ კი ევროპის ტოპ-კლუბში გადავა. დასკვნითი ტური გაიმართება კვირას, 16 მაისს, ჩვენი დროით 15:00 საათზე.

"მილანი კვარაცხელიას არავის დაუთმობს", - ქართველი შემტევის ტრანსფერი პრესაში კვლავ აქტუალურია

"კვარაცხელია ფერდინანდზე წინ აღმოჩნდება", - ბრიტანული პრესა ხვიჩას ლიდსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ