"მილანი კვარაცხელიას არავის დაუთმობს", - ქართველი შემტევის ტრანსფერი პრესაში კვლავ აქტუალურია
Liga Olahraga კვლავინდებურად წერს ყაზანის "რუბინის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "მილანის" შემადგენლობაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ:
"მილანს კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ჰყავს რამდენიმე საკმაოდ სერიოზული კონკურენტი, თუმცა მის დათმობას კლუბი არ აპირებს.
"როსონერი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქართველი შემტევის გადმოსაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.
როგორც ცნობილია, მის მიმართ აგრეთვე ინტერესს იჩენს ბაიერნი, იუვენტუსი, ინტერი, დორტმუნდი, ნაპოლი, სევილია და ბევრი სხვა".
შეგახსენებთ, რომ "წითელ-მწვანეების" ვინგერის კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.
ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, 20-წლის გარემარბი გახდება ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი.
"ქართველი მესი შესაძლოა მილანში გადმოვიდეს", - როსონერის ფან-კლუბი კვარაცხელიას შესახებ