ფოტო: კვარაცხელია ჰოლანდზე წინ - ქართველი შემტევი ამჯერად Soccer Manager-მა გამოარჩია
Soccer Manager-მა დაასახელა ევროპაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის მქონე საუკეთესო 20-წლამდე ფეხბურთელები.
სიაში მოხვდა ყაზანის "რუბინის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში რვა ასისტი ფიქსირდება.
ქართველმა შემტევმა აღნიშნულ კომპონენტში გაუსწრო დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს (7 საგოლე გადაცემა).
რეიტინგს ლიდერობს "ლივერპულის" საკუთრებაში მყოფი და "ბლექბერნ როვერსში" განათხოვრების წესით მოთამაშე ჰარვი ელიოტი, 11 ასისტი. საუკეთესო 10-ეული ასეთია:
ჰარვი ელიოტი - 11
საიმონ კაბრალი - 10
ხვიჩა კვარაცხელია - 8
დომინიკ სობოსლაი - 8
მარკო ბულატი - 8
კარიმ ადეიემი - 8
ადამ ჰლოჟეკი - 8
ერლინგ ჰოლანდი - 7
ოქტავიან პოპესკუ - 7
პრესტიგ მბუნგუ - 7
კვარაცხელია სეზონის ტოპ 50 ვინგერს შორის - სანეზე, პულიშიჩსა და სობოსლაიზე წინ!
ბოლო მისია რუბინში - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია დასკვნით ტურში?