ავტორიზაცია

VIDEO: დინამო თბილისის გავლით, ლაციოს ხელში - თასების თასის ბოლო ფინალი 22 წლის წინ ამ დღეს გაიმართა

თარიღი 19 მაი 2021, 20:39

ზუსტად 22 წლის წინ, 1999 წლის 19 მაისს შედგა თასების მფლობელთა თასის უკანასკნელი გათამაშების ფინალური შეხვედრა.

აღნიშნული ჯილდო სამუდამოდ დაისაკუთრა რომის "ლაციომ", რომელმაც გადამწყვეტ მატჩში "რეალ მალიორკა" დაამარცხა.

"არწივების" მხრიდან გოლები გაიტანეს კრისტიან ვიერიმ და პაველ ნედვედმა, პალმელებიდან კი დანი გარსიამ. ცნობისთვის, ეს იყო "ბიანკოჩელესტეს" პირველი და ბოლო თასების თასი.

აღნიშნული ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი არის "ბარსელონა" (4 თასი), შემდეგ კი მოდიან "მილანი", ლონდონის "ჩელსი", კიევის "დინამო" და "ანდერლეხტი", ორ-ორი ტიტულით.

როგორც ვიცით, 1980-1981 წლის სეზონის გამარჯვებული არის თბილისის "დინამო", რომელმაც იენის "კარლ ცაისი" დაამარცხა.

დინამო თბილისმა შინ თელავს მოუგო

"დინამომ იუვენტუსში არ გამიშვა", - გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელის არშემდგარი ტრანსფერი