ავტორიზაცია

VIDEO: 20-ზე მეტი ინფიცირებული, კარში ნახევარმცველი და მაინც მოგება - რივერ პლეიტმა ეს შეძლო!

თარიღი 20 მაი 2021, 10:23

ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრის წინ, "რივერ პლეიტის" წინაშე ნამდვილი შეუსრულებელი მისია იყო.

ბუენოს-აირესულ გუნდში მძვინვარებს კორონავირუსი და შედეგად, ფეხბურთელებისა და პერსონალის ჩათვლით კარანტინში 20-ზე მეტი ადამინია.

ინფიცირებულებს შორის იყო "მილიონერების" სამივე მეკარე, რის გამოც კარში ჩადგომა მოუწია ცენტრალურ ნახევარმცველ ენცო პერესს, 177 სმ სიმაღლითა და მოუშუშებელი ტრამვით.

საერთო ჯამში კი "ზოლიანების" განკარგულებაში იყო სულ რაღაც 11 ფეხბურთელი, თუმცა ამის მიუხედავად, "სანტა ფეს" დამარცხება მაინც მოხერხდა (2:1).

ცნობისთვის, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა ისევ და ისევ პერესი, რომელმაც "მონუმენტალის" ბინადრები რამდენჯერმე გადაარჩინა.

არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების ახალ ვერსიას ასახელებენ

არგენტინა და ესპანეთი, ბრაზილია და გერმანია - ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჯგუფები ცნობილია