"რონალდუს ფიზიკური მომზადება, მბაპეს სისწრაფე, მესის მარცხენა ფეხი...", - ნეიმარმა იდეალური ფეხბურთელი შექმნა
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, თუ რა თვისებებს უნდა ფლობდეს იდეალური ფეხბურთელი.
"ო ღმერთო... იდეალური ფეხბურთელი?! შემიძლია ჩემი თავიც დავასახელო? შეიძლება, კარგი".
"ვფიქრობ, მას ექნებოდა რონალდუს ფიზიკური მომზადება, იბრაჰიმოვიჩის ელასტიურობა, რამოსის თავით თამაში, მბაპეს სისწრაფე, მესის მარცხენა ფეხი, ჩემი მარჯვენა ფეხი, ლევანდოვსკის პოზიციის არჩევა, კანტეს ართმევა და ვერატის კრეატიულობა მოედნის ცენტრში", - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal.com.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ბრაზილიელმა საფრანგეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
სკანდალი ბრაზილიაში — ლგბტ აქტივისტი ნეიმარს შეიარაღებული ძარცვის ორგანიზებაში სდებს ბრალს