ავტორიზაცია

მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას დაბრუნებაზე პირველი განცხადება გააკეთა

მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას დაბრუნებაზე პირველი განცხადება გააკეთა
თარიღი 20 მაი 2021, 17:58

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ "რეალის" ფორვარდის, კარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ დიდებულებთან ერთად თამაში მინდა. ბენზემას დონის ფეხბურთელები მსოფლიოში ძალიან ცოტანი არიან. ნაკრებს იმას მოუტანს, რაც სჭირდება".

"კარიმი უკვე 10 წელია "რეალში" თამაშობს, ბრწყინვალედ იცის ზეწოლასთან გამკლავება, დიდი გამოცდილება აქვს, ნიჭიერია. ძლიერ ფეხბურთელებთან ადაპტაცია ადვილია, ასე რომ მასთან ადვილად ავთამაშდები", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს L'Equipe.

33 წლის ბენზემა ევროპის ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა. ფორვარდს ეროვნულ გუნდში 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია. ნაკრებიდან კარიმი მატიე ვალბუენას შანტაჟთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოკვეთეს.

"რონალდუს ფიზიკური მომზადება, მბაპეს სისწრაფე, მესის მარცხენა ფეხი...", - ნეიმარმა იდეალური ფეხბურთელი შექმნა