"კავანი და გრინვუდი სასტარტოში, რაშფორდი სკამზე", - ნევილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა თავისი მშობლიური გუნდის შემადგენლობის შესახებ ისაუბრა:
"მანჩესტერის სასტარტო შემადგენლობაში ევროპა ლიგის ფინალში აუცილებლად უნდა იყოს კავანი, მის უკან კი სამი შემტევი.
ფაქტია, ტაქტიკა, რომლის მიხედვით რაშფორდი არის თავდასხმის მარჯვენა ფლანგზე, არ მუშაობს. მას სკამზე დავსვამდი.
მარკუსის ნაცვლად დავაყენებდი გრინვუდს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში უფრო სასარგებლოა", - განაცხადა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება 26 მაისს, "წითელი ეშმაკების" მოწინააღმდეგე "ვილიარეალი" იქნება.
კლოპის ისტორიული მიღწევა მანჩესტერის წინააღმდეგ - კარიერაში პირველად!
VIDEO: ურუგვაიდან ინგლისში ფრენები აღდგა? - კავანის ულამაზესი შორეული გასროლა ფულჰემთან