ავტორიზაცია

კლოპის ისტორიული მიღწევა მანჩესტერის წინააღმდეგ - კარიერაში პირველად!

კლოპის ისტორიული მიღწევა მანჩესტერის წინააღმდეგ - კარიერაში პირველად!
თარიღი 14 მაი 2021, 10:20

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" შეხვედრა დასრულდა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:4.

აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "წითელი ეშმაკები" "ოლდ ტრაფორდზე" თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველად დაამარცხა.

გერმანელი სპეციალისტის დოსიეში "მანკუნიანელებთან" გამართულ მატჩებში აქამდე ფიქსირდებოდა ოთხი ფრე და ორი წაგება.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი ტაქტიკოსი "სქაუზერებს" 2015 წლის შემოდგომაზე ჩაუდგა სათავეში.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, "ენფილდელები" 60 ქულით არიან მეხუთე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის ზონას ოთხი ქულით ჩამორჩებიან.

"სწორედ კლოპი დამეხმარა გავმხდარიყავი უფრო უკეთესი მწვრთნელი", - გვარდიოლას აღიარება

"არა მგონია, ზაფხულში მბაპეს, ჰოლანდის და სანჩოს ტრანსფერები განხორციელდეს", - კლოპმა მიზეზი განმარტა