უახლესი ინფორმაცია - როგორია გიორგი კოხრეიძის ამჟამინდელი მდგომარეობა?

საქართველოს თასის 1/8 ფინალში "საბურთალო" გორის "დილას" დაუპირისპირდა და მარტივად, 3:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმის მიწურულს, "საბურთალოს" ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ მოედანი საკაცით დატოვა.
მოგეხსენებათ, კოხრეიძემ ურთულესი ტრავმა ახლახანს მოიშუშა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ექიმების გამოკვლევის შედეგად, კოხრეიძე მორიგ მძიმე ტრავმასასა და ჯვარედინის კიდევ ერთხელ გაწყვეტას გადაურჩა და თამაშს დაახლოებით 1 თვეში შეძლებს.
ახალგაზრდა შემტევს არც ჯვარედინი აქვს და არც სხვა რთული ტრავმა.