ავტორიზაცია

ოფიციალურად: მემფის დეპაიმ ლიონიდან წასვლა დაადასტურა

ოფიციალურად: მემფის დეპაიმ ლიონიდან წასვლა დაადასტურა
თარიღი 21 მაი 2021, 20:48

"ლიონის" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, 27 წლის ჰოლანდიელი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

"შევიცვალე, "ლიონში" გავიზარდე. აქ კაცი გავხდი. წარსულის გახსენებისას, ვფიქრობ, რომ მშვენიერი დრო გავატარე", - ამბობს მემფისი.

"მაქვს მოგონებები, რომლებიც დიდხანს დარჩება ჩემთან, აგრეთვე მეგობრობაც. ეს ჩემი სახლი იყო", - ციტირებს დეპაის სიტყვებს L'Equipe.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ჰოლანდიელმა ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.

დეპაი ბარსელონასთან კონტრაქტს ევრო 2020-ის დაწყების წინ გააფორმებს