ავტორიზაცია

ბენზემა: "მე და მბაპე ერთმანეთს გავუგებთ"

ბენზემა: "მე და მბაპე ერთმანეთს გავუგებთ"
თარიღი 22 მაი 2021, 12:13

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებულმა კარიმ ბენზემამ, კილიან მბაპესთან მოსალოდნელი პარტნიორობის შესახებ ისაუბრა:

"მე და მბაპე საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავთ. თავისი ახლგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე ბევრს მიაღწია.

მჯერა, რომ ჩვენგან დადგება კარგი დუეტი, თუმცა მთავარ როლში იქნება მთელი გუნდი და არა კონკრეტული ორი ფეხბურთელი.

საფრანგეთის ნაკრები წარმატებას ხომ ყოველთვის ერთობლივი შრომით აღწევდა და ასე იქნება ახლაც", - განაცხადა "მამლების" ფორვარდმა.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი "სამფეროვნების" შემადგენლობაში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

დღეს ლა ლიგაში გადამწყვეტი დღეა - ატლეტიკო თუ რეალი, ვინ გამეფდება ესპანეთში?

მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას დაბრუნებაზე პირველი განცხადება გააკეთა