ავტორიზაცია

"პოგბა რეალში თამაშზე უარს არ იტყვის", - რაიოლა

"პოგბა რეალში თამაშზე უარს არ იტყვის", - რაიოლა
თარიღი 22 მაი 2021, 13:27

მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ ინგლისური კლუბიდან ფრანგი ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

"წარსულში პოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან სიყვარულსა და ნდობას გრძნობდა. ახლა არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მადრიდის "რეალში" თამაშის პერსპექტივა მისთვის ძალიან მიმზიდველია - განსაკუთრებით ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც პოლისთვის ბავშვობის კუმირი იყო", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს AS.

პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, პოგბას "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

დღეს ლა ლიგაში გადამწყვეტი დღეა - ატლეტიკო თუ რეალი, ვინ გამეფდება ესპანეთში?

"პოლს სხვა გუნდში ვხედავ", - პოგბას ძმას მოულოდნელი განცხადება