ავტორიზაცია

"პოლს სხვა გუნდში ვხედავ", - პოგბას ძმას მოულოდნელი განცხადება

"პოლს სხვა გუნდში ვხედავ", - პოგბას ძმას მოულოდნელი განცხადება
თარიღი 20 მაი 2021, 13:43

პოლ პოგბას ძმამ, მატიასმა განაცხადა, რომ მას თავისი ძმის ხილვა სურს "ბარსელონაში" და არა "მანჩესტერ იუნაიტედში".

"მინდა, რომ პოლი თამაშობდეს ბარსელონაში და არა მანჩესტერში, თუმცა ეს არის მხოლოდ ჩემი სურვილი, მეტი არაფერი.

ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ და შესაბამისად მისი იქ ხილვა ძალიან გამიხარდებოდა", - განაცხადა ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველის ძმამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიამდე, "წითელი ეშმაკების" ფლეიმეიქერის სახელს რეალურად უკავშირებდნენ კატალონიელებს.

"ბლაუგრანას" გარდა, მადრიდის "რეალსა" და ტურინის "იუვენტუსსაც", თუმცა "მანკუნიანელების" ექვსიანის შესაძლო წასვლის შესახებ ბოლო პერიოდში აღარ იწერება.

"ვიცი, რომ ბარსელონას გრიზმანის ფელიქსში გაცვლა სურს", - ესპანელი ჟურნალისტი

"ისტორიაში ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის გვერდით ვთამაშობ", - პოგბა