ავტორიზაცია

ოფიციალურად: დინამო თბილისის 18 წლის ფეხბურთელი პორტუში გადავიდა

ოფიციალურად: დინამო თბილისის 18 წლის ფეხბურთელი პორტუში გადავიდა
თარიღი 23 May 2021, 12:26

ის, რაც რამდენიმე თვეა იწერება, ოფიციალურად დადასტურდა.

„დინამო თბილისის“ 18 წლის ფეხბურთელი, გიორგი აბუაშვილი, კარიერას „პორტუში“ გააგრძელებს. 

ჯერ კიდევ აპრილში, პორტუგალიური პრესა წერდა, რომ აბუაშვილმა პორტუგალიაში სინჯებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და „პორტუს“ თავი მოაწონა. ახლა კი, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

აპრილის სტატია:
მორიგი ქართველი ტოპ-ჩემპიონატში! დინამო თბილისის ფეხბურთელი პორტუში გადადის

აბუაშვილმა პორტუგალიის გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და დიდი ალბათობით, კარიერას „პორტუს“ მეორე გუნდში დაიწყებს. 

2003 წელს დაბადებული გიორგი აბუაშვილი Transfermarkt-ის მიერ, 23 მაისის მონაცემებით, 400 ათას ევროდაა შეფასებული.