ავტორიზაცია

საპნის ოპერა გრძელდება — რას სთავაზობს მილანი დონარუმას და რას ითხოვს რაიოლა?

საპნის ოპერა გრძელდება — რას სთავაზობს მილანი დონარუმას და რას ითხოვს რაიოლა?
თარიღი 23 May 2021, 20:31

"მილანი" გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას ახალი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.

მხარეები ხელფასის საკითხს განიხილავენ: "როსონერი" 22 წლის მეკარეს წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობს, ფეხბურთელის მხარე კი 10 მილიონს ითხოვს.

აგრეთვე, ვერ თანხმდებიან თანამშრომლობის ვადაზეც: "მილანს" 5-წლიანის გაფორმება სურს, გოლკიპერის აგენტ მინო რაიოლას კი 2-წლიანის.

მოლაპარაკებებში მორიგი დაბრკოლება რაიოლას მოთხოვნებია: დონარუმას წარმომადგენელს საკომისიოს სახით დაახლოებით 20 მილიონის მიღება უნდა. თანხა ფეხბურთელის კონტრაქტის პირობებზე იქნება დამოკიდებული.

დონარუმამ მიმდინარე სეზონში "მილანის" მაისურით სერია ა-ში 36 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა.

"უდაოდ კარგი ფეხბურთელია", - იუვენტუსში დონარუმას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურნენ