ავტორიზაცია

"ძალიან გრძელი საუბარი გვქონდა", - დეშამმა ნაკრებში ბენზემას დაბრუნების გადაწყვეტილება ახსნა

"ძალიან გრძელი საუბარი გვქონდა", - დეშამმა ნაკრებში ბენზემას დაბრუნების გადაწყვეტილება ახსნა
თარიღი 24 May 2021, 00:10

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა თავდამსხმელ კარიმ ბენზემას ეროვნულ გუნდში დაბრუნება.

"ჩემი და ბენზემას საუბრის დეტალებს არ გეტყვით. მაგრამ ძალიან გრძელი საუბარი გვქონდა, არაერთი რეპლიკის გაცვლა. მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა იქნება დღეს და ხვალ. იმ ფაქტს, რომ ბენზემა აქამდე არ დაბრუნებულა, საფრანგეთის ნაკრებისთვის კარგი შედეგების ჩვენებაში ხელი არ შეუშლია".

"სიტუაცია შეიცვალა - როგორც ჩემი, ისევე კარიმის მხრიდან. არ ვაპირებ მოგიყვეთ, შესაძლებელი იყო თუ არა მისი დაბრუნება უფრო ადრე. პირობები არ იყო შესრულებული, დღესდღეობით კი შესრულებულია", - ციტირებს დეშამის სიტყვებს Goal.com.

33 წლის ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან 2015 წელს მოკვეთეს, მატიე ვალბუენას შანტაჟთან დაკავშირებული სკანდალის გამო. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზდენტი, ნოელ ლე გრე აცხადებდა, რომ კარიმი ეროვნულ გუნდში არ დაბრუნდებოდა.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფრანგები F ჯგუფში გერმანიას, პორტუგალიასა და უნგრეთს დაუპირისპირდებიან.

"დეშამი ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული გამოვა", - ვალბუენას კომენტარი ბენზემას ნაკრებში დაბრუნებაზე