ავტორიზაცია

VIDEO: "მისი შეცვლა შეუძლებელია", - გვარდიოლამ აგუეროსთან დამშვიდობებისას ემოციები ვერ შეიკავა

თარიღი 24 მაი 2021, 00:17

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან თავდამსხმელ სერხიო აგუეროს წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

ესპანელმა სპეციალისტმა არგენტინელ სუპერვარსკვლავთან დამშვიდობებისას ემოციები ვერ შეიკავა.

"სიგიჟემდე გვიყვარს. თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ადამიანია. ისეთი კარგია. მისი შეცვლა შეუძლებელია. მას ვერ შევცვლით. ეს შეუძლებელია", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

აგუერო კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ესპანურ კლუბთან კონტრაქტს იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გააფორმებს, სადაც "ქალაქელები" "ჩელსის" დაუპირისპირდებიან.

აგუერომ პრემიერ ლიგაში რუნის ისტორიული რეკორდი დაამხო