ავტორიზაცია

"ერთ-ერთ ფრანგ ფორვარდს აგონებს", - იტალიური პრესა მიქაუტაძეზე წერს

"ერთ-ერთ ფრანგ ფორვარდს აგონებს", - იტალიური პრესა მიქაუტაძეზე წერს
თარიღი 24 მაი 2021, 12:02

საფრანგეთისა და ბელგიის შემდეგ, "მეცის" თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზე იტალიაშიც ალაპარაკდნენ. ქართველ ფორვარდს სტატია Calciomercato-მ მიუძღვნა:

"მიქაუტაძე ცხოვრობდა და თამაშობდა საფრანგეთში, თუმცა მისი აფეთქება მოხდა ბელგიის პროქსიმუს ლიგაში, სერენის შემადგენლობაში.

ქართველმა თავდამსხმელმა 24 შეხვედრაში გაიტანა 22 გოლი და მას ლიგა 1-ში დამკვიდრებისთვის ყველა საჭირო წინაპირობა აქვს.

გიორგის კუმირები არიან რონალდუ და იბრაჰიმოვიჩი - პირველის სტილში მან გოლი აღნიშნა, მეორეს წინააღმდეგ კი მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

მეცმა დაუფასა მას ლიეჟურ გუნდში მიღწეული წარმატება და მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდე გაუხანგრძლივა", - წერენ იტალიელები.

Calciomercato-მ აგრეთვე მოიყვანა "წითლების" ფორვარდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სამის გუმესის სიტყვები, რომელიც თავის ექს-შეგირდს ალექსანდერ ლაკაზეტს ადარებს:

"მიქაუტაძე არის ტექნიკური, სწრაფი და ორივე ფეხით მოთამაშე სრულყოფილი თავდამსხმელი. ის თავის საუკეთესო წლებში მყოფ ლაკაზეტს მაგონებს".

"ჩემი ფესვები საქართველოშია, მომავალს იმედიანად ვუყურებ", - მიქაუტაძე ბელგიურ პრესას

შემდეგი არის მიქაუტაძე! - გავიხსენოთ რიბერი, მანე, პიანიჩი, კულიბალი და სხვები მეცში