"რონალდუ არ მოისვენებს, სანამ ამ ნიშნულს არ მიაღწევს", - ტრეზეგე
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დავიდ ტრეზეგემ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"რონალდუმ იუვენტუსს დაუმატა მედიურობა და ამასთან ერთად, მან სამ წელიწადში გაიტანა 100 გოლი, რაც საოცარი შედეგია.
პორტუგალიელი თავდამსხმელი ცოცხლობს ფეხბურთით და ასაკი მისთვის მხოლოდ ციფრებია. რა უშლის ხელს კრიშტიანუს? ჩემპიონთა ლიგის ვერ მოგება თავის ამჟამინდელ გუნდთან ერთად.
ის არ მოისვენებს იმ დრომდე, სანამ ტურინში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასს არ ჩამოიტანს", - განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, "ბებერი ქალბატონის" ლიდერი სერია ა-ს აწი უკვე განვლილ სეზონში 29 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.