ავტორიზაცია

გატუზოს შემცვლელის ვინაობა ცნობილია - ნაპოლი მწვრთნელს უახლოეს დღეებში წარადგენს

გატუზოს შემცვლელის ვინაობა ცნობილია - ნაპოლი მწვრთნელს უახლოეს დღეებში წარადგენს
თარიღი 24 მაი 2021, 16:44

როგორც იცით, გუშინ, სერია ა-ს დასრულების შემდეგ, „ნაპოლიმ“ გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს შესახებ გააკეთა განცხადება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნეაპოლიტანურ გუნდს გატუზოს შემცვლელი უკვე მოძიებული ჰყავს - უახლოეს დღეებში, გუნდს პორტუგალიური „პორტუს“ მთავარი მწვრთნელი, სერჟიუ კონსეისაუ ჩაიბარებს.

წყარო იტყობინება, რომ „ნაპოლი“ მის დანიშვნას მალე დაადასტურებს და მას მთავარ მწვრთნელადაც წარადგენს.

გუშინ, „ნაპოლისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად შინ „ვერონას“ დამარცხება სჭირდებოდა, თუმცა მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ამან „იუვენტუსს“ მისცა ლიგაზე გასვლის საშუალება.

კონსეისაუს სამწვრთნელო კარიერის ლომის წვლილი სამშობლოში აქვს გატარებული - „პორტუში“ ის 2017 წლიდან მუშაობს, იქამდე კი ფრანგულ „ნანტში“, „ვიტორია გიმარაეშში“, „ბრაგაში“ და „აკადემიკაში“ აქვს ნამუშევარი.
 

ოფიციალურად: გატუზომ ნაპოლი დატოვა