იუვენტუსმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა
„იუვენტუსის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ გუნდში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გუშინ დასრულებულ სეზონში პორტუგალიელი ფეხბურთელი 29 გოლით სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, საიდანაც 6 თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეაგდო.
ამ 29 გოლის გატანა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 33 მატჩში მოახერხა.
რაც შეეხება მაისს, კონკრეტულად ამ თვის საუკეთესოდ „იუვენტუსმა“ კოლუმბიელი ხუან კუადრადო დაასახელა, რომელმაც სერია ა-ს 5 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.
რონალდუს კონტრაქტი სერია ა-ს გრანდთან 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. „იუვენტუსში“ ის 2018 წელს, მადრიდის „რეალიდან“ 117 მილიონ ევროდ გადავიდა და ამ გუნდში 100-გოლიან ნიშნულს ახლახანს გადააბიჯა.
ყველაზე დიდ საკლუბო წარმატებებს კრიშტიანუმ „რეალში" მიაღწია, რომლის მაისურით 438 მატჩში 450 გოლი გაიტანა.
"რონალდუ არ მოისვენებს, სანამ ამ ნიშნულს არ მიაღწევს", - ტრეზეგე