სიტის 3 ფეხბურთელი და ასტონ ვილას მეკარე - პრემიერ ლიგის საუკეთესო საშუალო შეფასების მქონე თერთმეტეული
გამოცემა WhoScored-მა დასრულებული პრემიერ ლიგის სიმბოლური თერთმეტეული და საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
ყველაზე მაღალი საშუალო შესაფებების მქონე ფეხბურთელთა სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: მარტინესი (ასტონ ვილა)
მცველები: ვან ბისაკა, მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტარკოვსკი (ბარნლი), კანსელუ (სიტი)
ნახევარმცველები: მაჰრეზი, დე ბრუინი (სიტი), ბრუნო ფერნანდეში (იუნაიტედი), გრილიში (ასტონ ვილა)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ოლივერ უოტკინსი (ასტონ ვილა).
როგორც ფოტოზე ხედავთ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჰარი კეინი დასახელდა, რომლის საშუალო სეზონური შეფასება 7.8-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის საუკეთესო „ბარსელონას" შემტევი, ლეო მესი გახდა, რომლის საშუალო შეფასებამ 8.5 შეადგინა.
ტოპ-5 ჩემპიონატებიდან ვინ მიიღო ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება? ლევანდოვსკი მეორეა