ავტორიზაცია

კარიერაში პირევლად - რობერ ლევანდოვსკი ოქროს ბუცის გამარჯვებულია! სრული ათეული

კარიერაში პირევლად - რობერ ლევანდოვსკი ოქროს ბუცის გამარჯვებულია! სრული ათეული
თარიღი 24 May 2021, 18:32

კარიერაში პირველად, საპატიო ჯილდოს, ევროპული ოქროს ბუცის გამარჯვებული რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს პრიზი ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. ტოპ-5 ჩემპიონატებში ერთი გოლი 2 ქულით ფასდება, 5-20 ჩემპიონატებში 1.5-ით, დანარჩენებში კი ერთით.

ლევანდოვსკიმ უახლოესი მდევარი, ლეო მესი 11 გოლით, ანუ 22 ქულით ჩამოიტოვა და პრიზს კარიერაში პირველად დაეუფლა.

პოლონელი ოქროს ბუცთან ახლოს შარშანაც იყო, მაგრამ სეზონის მიწურულს „ლაციოს“ ფორვარდმა, ჩირო იმობილემ გადაასწრო.

საბოლოო ათეული კი ასე გამოიყურება:

1 . რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 41 გოლი, 82 ქულა

2. ლეო მესი (ბარსელონა) – 30 გოლი, 60 ქულა

3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 29 გოლი, 58 ქულა

4. ანდრე სილვა (აინტრახტი) – 28 გოლი, 56 ქულა

5. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი) – 27 გოლი, 54 ქულა

6. კილიან მბაპე (პსჟ) – 27 გოლი, 54 ქულა

7. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 24 გოლი, 48 ქულა

8. ხერარდ მორენო (ვილიარეალი) – 23 გოლი, 46 ქულა

9. კარიმ ბენზემა (რეალ მადრიდი) – 23 გოლი, 46 ქულა

10. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 23 გოლი, 46 ქულა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოქროს ბუცის სარეკორდო რაოდენობის მფლობელი ლეო მესია, რომელსაც აღნიშნული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული.

ტოპ-5 ჩემპიონატებიდან ვინ მიიღო ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება? ლევანდოვსკი მეორეა