ავტორიზაცია

"იმედია დაგვთანხმდება" - შტურმმა ოთარ კიტეიშვილს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

"იმედია დაგვთანხმდება" - შტურმმა ოთარ კიტეიშვილს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
თარიღი 24 მაი 2021, 21:14

გრაცის შტურმი ოთარ კიტეიშვილისგან პასუხის მოლოდინშია - ქართველ ფეხბურთელს ავსტრიულმა კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

ამის შესახებ კომენტარი გრაცის შტურმის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა გააკეთა.

"ვცდილობთ, მივაღწიოთ ოთართან ახალ შეთანხმებას. მის აგენტთან პოზიტიური საუბარი გვქონდა. კიტეიშვილი მადლიერია იმის, რაც გუნდმა გაუკეთა და იცის, რომ მის ტრანსფერში შედარებით მაღალი თანხაც გადავიხადეთ," - განაცხადა შტურმის სპორტულმა დირექტორმა.

საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველს შტურმთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, გუნდს კი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: ან ახალ კონტრაქტზე უნდა მოაწერიოს ოთარს ხელი, ან გაყიდოს, რადგან მომდევნო ზაფხულს ფეხბურთელს კლუბიდან უფასოდ წასვლა შეეძლება.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმს 2018 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან 700,000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ გუნდის მაისურით 96-ჯერ ითამაშა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი იყო" - რამ გააკვირვა ვილი სანიოლი საქართველოში?

ტრანსფერი შეთანხმებულია - ქეცბაიამ ანორთოსისში ოქრიაშვილის შემცვლელიც მიიყვანა