"ნაცვლად იმისა რომ ჩემთვის ეთქვა, პრესას უყვებოდა", - სუარესმა აღიარა, თუ ვინ ექცეოდა ყველაზე ცუდად ბარსელონაში
„ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურიდან მადრიდულ გუნდში ურუგვაელი ფორვარდი ამ სეზონის სტარტზე გადავიდა და გუნდთან ერთად ლა ლიგის მოგება მოახერხა.
„ვინ მექცეოდა ცუდად? პირველ რიგში, პრეზიდენტი. ნაცვლად იმისა, რომ დაერეკა და ჩემთვის პირადად გამოეთქვა ჩემი გაშვების სურვილი, ის ყველაფერს პრესას ეუბნებოდა.
რატომ არ შეიძლებოდა პირდაპირ ჩემთვის თქმა? ადამიანი თავადაც ხვდება, როცა კლუბისთვის სარგებელი არ მოაქვს.
მწვრთნელის სიტყვები კი ასე ჟღერდა: „მითხრეს, რომ...“ ზედმეტი გამბედაობა არ სჭირდება იმის თქმას, რომ კლუბს არ ვჭირდები. თუმცა, ეს მწვრთნელის საქმე არ ყოფილა. ბრძანება ზემოდან მოვიდა.“ - აღნიშნა სუარესმა.
ლა ლიგის ახლახანს დასრულებულ სეზონში, სუარესმა 11 გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა, რაც ევროპის ტოპ-ჩემპიონატების საუკეთესო შედეგია.