გარი ნევილმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერ ლიგას მოაგებინებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, გულშემატკივრებთან საუბარში, დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს პრემიერ ლიგის მოგებისთვის სჭირდება.
ასეთი საუბარი ინგლისელ ფეხბურთელს „ტვიტერში“ ჰქონდა.
„ვარანი, კეინი და სანჩო = ტიტულს.“ - წერს ნევილი.
მცველი რაფაელ ვარანი მადრიდის „რეალში“ ასპარეზობს და მის წასვლაზე საკმაოდ ბევრი იწერება. ამბობენ, ფრანგი ახალი გამოწვევების ძიებაში იმყოფება, რადგან „რეალში“ უკვე 10 წელია თამაშობს.
ჰარი კეინი „ტოტენჰემიდან“ წასვლის და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილს არ მალავს. ამბობენ, მას კარიერის გაგრძელება „მანჩესტერ სიტიში“ სურს.
რაც შეეხება სანჩოს - „სიტის“ აღზრდილი შემტევი „მანჩესტერის“ სამიზნე უკვე დიდი ხანია რაც არის, გუნდი მის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. არაა გამორიცხული, „ეშმაკები“ მის ვარიანტს ამ ზაფხულსაც მიუბრუნდნენ.
განსაკუთრებული ქომაგი - მანჩესტერს ევროპა ლიგის ფინალზე ფერგიურონიც გაჰყვა