ოფიციალურად: ლუკა მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის „რეალის“ ვეტერანი ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, კლუბში კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩება.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში, ფლორენტინო პერესმა დასძინა, რომ მოდრიჩი ხელფასის 10%-ით შემცირებას დათანხმდა და მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია - ახლა კი, მისი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დადასტურდა.
35 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში მინიმუმ მომდევნო სეზონის ბოლომდე დარჩება.
2018 წლის ვიცე-ჩემპიონმა ლა ლიგის განვლილ სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 3 საგოლე გადაცემა.
ამ სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება „რეალის" კიდევ ერთ ვეტერან ფეხბურთელს - სერხიო რამოსს, რომელთანაც შეთანხმება ვერ ხერხდება და დიდი შანსია, ერთ თვეში ესპანელმა გუნდი ოფიციალურად დატოვოს.
ოფიციალურად: კონტრაქტი გაფორმებულია - ჰანსი ფლიკის მომავალი გადაწყდა