ავტორიზაცია

ფოტო: ვეინალდუმის აგენტი ბარსელონას ოფისშია - ჰოლანდიელის ტრანსფერი ახლოვდება!

ფოტო: ვეინალდუმის აგენტი ბარსელონას ოფისშია -  ჰოლანდიელის ტრანსფერი ახლოვდება!
თარიღი 25 მაი 2021, 16:06

ახალი ამბავი არ არის, რომ "ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველი, ჯორჯინიო ვეინალდუმი გუნდის გამოცვლასთან ახლოს არის. 

არაერთი ესპანური წყაროს თანახმად,, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნიდერლანდელი კარიერას "ბარსაში" გააგრძელებს.

მერსისაიდული გუნდის ჰავბეკის აგენტი და იურისტი უკვე იყვნენ კატალონიელებთან ოფისში, გარიგება უახლოეს პერიოდში დაიხურება.

ჰოლანდიელი შუახაზელი "ბლაუგრანასთან" მოაწერს სამწლიან კონტრაქტს და ცნობისთვის, ის ხელფასის შემცირებაზეც არის თანახმა.

შეგახსენებთ, ჯინი "წითლებში" თამაშობდა 2016 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 236 შეხვედრაში 22 გოლის გატანა მოახერხა.

30-წლის ნახევარმცველმა "სქაუზერებთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. ეს კი აგენტისა და იურისტის ფოტო "ლურჯ-ბროწეულისფრების" ოფისთან.

"ბარსელონაში თამაში მინდა, თუმცა ვიცი, რომ არ გამოვა", - ქვილითაია

"ახალი თავგადასავალი უნდა დავიწყო", - ვეინალდუმმა ლივერპულიდან წასვლა დაადასტურა