ავტორიზაცია

"ბარსელონაში თამაში მინდა, თუმცა ვიცი, რომ არ გამოვა", - ქვილითაია

"ბარსელონაში თამაში მინდა, თუმცა ვიცი, რომ არ გამოვა", - ქვილითაია
თარიღი 25 May 2021, 15:37

ფამაგუსტას "ანორთოსისის" თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ Protathlima-სთან საუბარში ისაუბრა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის საკუთარ მომავალზე.

გთავაზობთ ქართველი ფორვარდის ვრცელი ინტერვიუს ყველაზე გამორჩეულ ნაწყვეტებს, კვიპროსულ მედიასთან საუბარში:

"ქეცბაია არის ძალიან მკაცრი მწვრთნელი, რომელიც პირველ ადგილზე დისციპლინას აყენებს. სწორედ ეს მომწონს მასში ყველაზე ძალიან.

თემურმა იცის, თუ როგორ უნდა მიიღოს თავისი შეგირდებისგან მაქსიმუმი და კვიპროსის თასის ფინალში მან მიიღო ის, რისი მიღებაც სურდა ჩვენგან.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, გენტთან მაკავშირებს ერთწლიანი კონტრაქტი, დავისვენებ და დაველოდები მოვლენების განვითარებას.

მსურს ბარსელონაში თამაში (იცინის), თუმცა ვიცი, რომ ეს არ გამოვა. ვნახოთ, როგორ წარიმართება ჩემი კარიერა", - განაცხადა კვიპროსული გუნდის შემტევმა.

შეგახსენებთ, 2020/2021 წლის სეზონში, 27-წლის წინახაზელმა მოასწრო 33 შეხვედრაში 16 გოლის გატანა. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა "თეთრ-ლურჯების" 23-ე ნომერი თავის ამჟამინდელ გუნდში.

"ნაცვლად იმისა რომ ჩემთვის ეთქვა, პრესას უყვებოდა", - სუარესმა აღიარა, თუ ვინ ექცეოდა ყველაზე ცუდად ბარსელონაში

ანორთოსისში დარჩენა თუ გენტში დაბრუნება? - კვიპროსში ქვილითაიას შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს