ანორთოსისში დარჩენა თუ გენტში დაბრუნება? - კვიპროსში ქვილითაიას შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს

ფამაგუსტას "ანორთოსისის" წარმომადგენელმა, დიმიტრის კრისტოფორმა Themasports-თან საუბარში გიორგი ქვილითაიას შესახებ განცხადება გააკეთა:
"ანორთოსისში გადმოსვლამდე, ქვილითაიას წაგებული ჰქონდა ხუთი ფინალი, ახლა ის ნანატრი და დამსახურებული გამარჯვებით ტკბება.
დარჩება თუ არა ქართველი თავდამსხმელი ჩვენთან? მიზანი არის მისი შენარჩუნება, თუმცა ეს მარტივი საქმე არ იქნება", - განაცხადა კვიპროსელმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი არის "გენტის" საკუთრება და "თეთრ-ლურჯებში" ის განათხოვრების წესით თამაშობს.
თემურ ქეცბაიას გუნდში გადმოსვლის შემდეგ, 27-წლის შემტევმა 33 შეხვედრაში მოასწრო 16 გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთებაც.
აქვე დავამატებთ, რამდენიმე ხნის წინ დაიწერა, რომ "ანორთოსისის" 23-ე ნომრის სამსახურით "პანათინაიკოსი" ინტერესდებოდა.
რამდენი ტიტული აქვს მოგებული ქეცბაიას ანორთოსისთან ერთად და როგორია მისი სტატისტიკა?