ავტორიზაცია

რამდენი ტიტული აქვს მოგებული ქეცბაიას ანორთოსისთან ერთად და როგორია მისი სტატისტიკა?

რამდენი ტიტული აქვს მოგებული ქეცბაიას ანორთოსისთან ერთად და როგორია მისი სტატისტიკა?
თარიღი 16 მაი 2021, 14:52

როგორც მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი უახლოესი პერიოდიდან აღარ იქნება.

ქართველი სპეციალისტი "თეთრ-ლურჯებს" დაემშვიდობა კვიპროსის თასის მოგებით, რითაც მისი ტიტულების კოლექცია კიდევ უფრო შეივსო.

კვიპროსულ კლუბში დამრიგებლის რანგში გატარებული პერიოდის განმავლობაში (2004-2009, 2019-2021) მან საერთო ჯამში მოიგო 5 ტიტული.

ორჯერ კვიპროსის ჩემპიონობა, ორი კვიპროსის თასი და კვიპროსის სუპერთასი. "ანორთოსისის" მწვრთნელის სტატისტიკა ასეთია: 203 მატჩი, 113 მოგება, 47 ფრე, 43 წაგება.

შეგახსენებთ, რომ 2008-2009 წლის სეზონში, 53-წლის სპეციალისტმა ფამაგუსტელები თავიანთ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ქეცბაია კარიერას. ქართველ დამრიგებელს აქვს შემოთავაზებები საბერძნეთიდან და ისევ კვიპროსიდან.

VIDEO: გავიხსენოთ ქეცბაიას ყველაზე გამორჩეული მატჩი ანორთოსისის მწვრთნელის რანგში

"დავრჩები თუ არა ანორთოსისში?" - ოქრიაშვაილი თავის მომავალზე