ავტორიზაცია

"წლების განმავლობაში მწვერვალზე იყვნენ", - ლევანდოვსკიმ საკუთარი თავი რონალდუსა და მესის შეადარა

"წლების განმავლობაში მწვერვალზე იყვნენ", - ლევანდოვსკიმ საკუთარი თავი რონალდუსა და მესის შეადარა
თარიღი 25 May 2021, 19:27

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 2020/21 წლების სეზონის შედეგები შეაჯამა.

გარდა ამისა, 32 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა საკუთარი თავი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

"მსოფლიოში საუკეთესოთა შორის წლები გავატარე. შეიძლება, ახლა საუკეთესო ვარ, მსურდა ასეთი ვყოფილიყავი. "ოქროს ბურთი" ჩემი მიზანი არ არის, ფიფას ჯილდო და უეფას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მოვიგე, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს".

"მესი და რონალდუ წლების განმავლობაში მწვერვალზე იყვნენ, ვფიქრობ, ახლა შემიძლია ისინი მაგიდაზე მივიწვიო. მათ ფეხბურთზე უნდა ვესაუბრო, რადგან გასულ სეზონში ყველაფერი მოვიგე", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sportweek.

2020/21 წლების სეზონში "რეკორდმაისტერის" ლიდერი ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "ოქროს ბუცი" დაისაკუთრა.

კარიერაში პირევლად - რობერ ლევანდოვსკი ოქროს ბუცის გამარჯვებულია! სრული ათეული