ავტორიზაცია

"შეიძლება, საიდუმლოს ვამხელ", - გვარდიოლამ აგუეროს ახალი კლუბი დაასახელა

"შეიძლება, საიდუმლოს ვამხელ", - გვარდიოლამ აგუეროს ახალი კლუბი დაასახელა
თარიღი 25 მაი 2021, 19:36

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ფორვარდი, სერხიო აგუერო "ბარსელონაში" გადასვლასთანაა ახლოს.

"შეიძლება, საიდუმლოს ვამხელ, აგუერო ჩემი გულის კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის - "ბარსელონასთან". ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ითამაშებს - მესისთან".

"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოეწონება. და, ალბათ, "ბარსელონა" მოედანზე უფრო და უფრო ძლიერი იქნება", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.

32 წლის არგენტინელი "მანჩესტერ სიტის" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება. ფორვარდი "ქალაქელთა" ღირსებას 2011 წლიდან იცავს.

"სიტის" რიგებში აგუერო ინგლისის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა, ინგლისის თასი მოიგო, ინგლისის სუპერთასს 3-ჯერ დაეუფლა და 5-ჯერ გახდა ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული.

VIDEO: "მისი შეცვლა შეუძლებელია", - გვარდიოლამ აგუეროსთან დამშვიდობებისას ემოციები ვერ შეიკავა