ავტორიზაცია

"უმჯობესია მოგონებები დარჩეს იქ, სადაც არის", - ნევილი რონალდუს მანჩესტერში დაბრუნების წინააღმდეგია

"უმჯობესია მოგონებები დარჩეს იქ, სადაც არის", - ნევილი რონალდუს მანჩესტერში დაბრუნების წინააღმდეგია
თარიღი 25 მაი 2021, 20:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-კაპიტანი, გარი ნევილი "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "ეშმაკუნების" რიგებში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

"უმჯობესია მოგონებები იქ დარჩეს, სადაც არის", - წერს ვეტერანი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003 წლიდან 2009 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი "რეალში" გადავიდა.

საერთო ჯამში კრიშტიანუმ მანიკუნიანელთა მაისურით 292 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 118 გოლი გაიტანა და 69 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ინგლისის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.

"წლების განმავლობაში მწვერვალზე იყვნენ", - ლევანდოვსკიმ საკუთარი თავი რონალდუსა და მესის შეადარა