ავტორიზაცია

მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე, კლუბის ხელმძღვანელობას ვეჩხუბე - ინტერის და კონტეს გზები იყრება?

მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე, კლუბის ხელმძღვანელობას ვეჩხუბე - ინტერის და კონტეს გზები იყრება?
თარიღი 26 May 2021, 14:35

La Gazzetta dello Sport-ისა და კიდევ რამდენიმე იტალიურ წყაროს თუ დავუჯერებთ, მილანის "ინტერისა" და ანტონიო კონტეს გზები იყრება.

საქმე ისაა, რომ იტალიელი სპეციალისტისა და "ნერაძურის" ხელმძღვანელობის ხედვა რამდენიმე საკითხში განსხვავდება.

"გველების" ტაქტიკოსის გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი სარგებლობს ხელშეუხებელის სტატუსით, რაც ნიშნავს იმას, რომ მწვრთნელი მათი გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია.

აპენინელი დამრიგებლისთვის ასეთები არიან რომელუ ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი, აშრაფ ჰაკიმი, ნიკოლო ბარელა, სტეფან დე ვრეი და მილან შკრინიარი.

ლომბარდიული კლუბის უფროსობას კი თავის მხრივ სურს სატრანსფერო ბაზარზე 90 მილიონი ევროს გამომუშავება, რაც ერთ-ერთი ზემოთხსენებული მოთამაშის გაყიდვას გულისხმობს.

პრესამ 51-წლის სპეციალისტის სახელი უკვე დაუკავშირა მადრიდის "რეალს", "ჯეზეპე მეაცას" ბინადრების კი მასიმილიანო ალეგრის.

გადაწყვეტილია: სად შეხვდებიან ერთმანეთს ინტერი და იუვენტუსი?

კონტე: "ამ სკუდეტოს საკუთარ თავს ვუძღვნი"