ინტერისა და კონტეს გზები იყრება — მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ!
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად განიხილავდნენ თანამშრომლობის გაწყვეტის ეკონომიკურ ასპექტს და როგორც იქნა, შეთანხმდნენ.
51 წლის იტალიელი სპეციალისტის "ნერაძურიდან" წასვლა ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.
მოგეხსენებათ, კონტე "ინტერს" 2019 წლის მაისიდან ედგა სათავეში და გუნდს 2010 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი პირველად მოაგებინა. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით მილანელები გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც "სევილიასთან" დამარცხდნენ.
მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე, კლუბის ხელმძღვანელობას ვეჩხუბე - ინტერის და კონტეს გზები იყრება?