რამდენ მილიონს გადაუხდის ინტერი კონტეს კომპენსაციის სახით?
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს საათებში "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე კლუბს ოფიციალურად დატოვებს.
როგორც აღინიშნება, მხარეები რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად განიხილავდნენ თანამშრომლობის გაწყვეტის ეკონომიკურ ასპექტს და როგორც იქნა, შეთანხმდნენ.
გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 51 წლის იტალიელ სპეციალისტს "ნერაძური" კომპენსაციის სახით 7 მილიონ ევროს გადაუხდის.
მოგეხსენებათ, კონტე "ინტერს" 2019 წლის მაისიდან ედგა სათავეში და გუნდს 2010 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი პირველად მოაგებინა. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით მილანელები გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც "სევილიასთან" დამარცხდნენ.
ინტერისა და კონტეს გზები იყრება — მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ!