ავტორიზაცია

"ეს თუ მოხდება, ბედნიერი ვიქნები", - სუარესმა მესის მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა

"ეს თუ მოხდება, ბედნიერი ვიქნები", - სუარესმა მესის მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა
თარიღი 26 მაი 2021, 20:57

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის მომავალზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ბედნიერი ვიქნები, თუ "ბარსელონაში" დარჩება, როგორც მისი მეგობარი და გულშემატკივარი. ეს მომეწონებოდა, ამიტომაც ასპარეზობის იქ გაგრძელებას ვურჩევდი", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Marca.

2020/21 წლების სეზონში სუარესმა "ატლეტიკოსთან" ერთად, სადაც 2020 წლის სექტემბერში "ბარსადან" გადავიდა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მესის მოქმედი ხელშეკრულების ვადა კატალონიურ გრანდთან 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. აქამდე გავრცელებული ცნობით, 33 წლის არგენტინელს ხელმძღვანელობისგან ახალი კონტრაქტის ტაობაზე ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია.

მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში მესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 35 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა.

სუარესი ლა ლიგის მოგებაზე: "მესი ჩემ გამო გახარებული იქნება, რადგან მეგობრები ვართ"