ინტერიდან წასვლა ახლოვდება — AS-მა კონტე ახალ კლუბს უკვე დაუკავშირა
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, იუწყება AS.
გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, 51 წლის იტალიელი სპეციალისტი კლუბიდან "ნერაძურის" ფინანსური პრობლემების გამო დატოვებს.
როგორც აღინიშნება, კონტე "რეალის" თავკაცად დანიშვნის პრეტენდენტია, იმ შემთხვევისთვის, თუ "სამეფო კლუბიდან" ზინედინ ზიდანი წავა.
აქამდე გავრცელებული ცნობით, კონტე "ინტერის" დატოვებას კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გეგმავს. დღეს კი დაიწერა, რომ მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ, რასაც ოფიციალურად უახლოეს საათებში დაადასტურებენ.
კონტეს ხელმძღვანელობით "ნერაძური" 2020/21 წლების სეზონში 2010 წლის შემდეგ პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.