ავტორიზაცია

ოფიციალურად: დონარუმა მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

ოფიციალურად: დონარუმა მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
თარიღი 26 მაი 2021, 22:24

"მილანის" გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" სპორტულმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ დაადასტურა.

"ჩვენი გზები იყრება და მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო ისეთ მგრძნობიარე ბიჭს, როგორიც ჯიჯია", - თქვა ფუნქციონერმა.

აქამდე არსებული ცნობით, 22 წლის კიპერი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს. Tuttosport-ის ცნობით, კლუბი დონარუმას წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობდა ხელფასის სახით, როცა ფეხბურთელის მხარე 10 მილიონს ითხოვდა. აგრეთვე, "მილანს" 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდოდა, ჯანლუიჯის აგენტ მინო რაიოლას კი მხოლოდ 2-წლიანის.

გარდა ამისა, რაიოლას ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის საკომისიოს სახით 20 მილიონის მიღება სურდა, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობა არ დათანხმდა.

2020/21 წლების სეზონში დონარუმამ "მილანის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა.

საპნის ოპერა გრძელდება — რას სთავაზობს მილანი დონარუმას და რას ითხოვს რაიოლა?