შეკრების მესამე დღე - კვარაცხელია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს
საქართველოს ეროვნული ნაკრები აგრძელებს ნიდერლანდებსა და რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრებისთვის მზადებას.
"ჯვაროსნების" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შეკრების მესამე დღე შეაჯამა ასე - "საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის უკვე 23 ფეხბურთელთან ერთად ემზადება.
დღეს ნაკრებს "ტენერიფეს" ქართველი ლეგიონერი ოთარ კაკაბაძე შეუერთდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება ხვიჩა კვარაცხელია.
წყალტუბოს სამგურალის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე კი საწვრთნელ პროცესს 27 მაისიდან შეუერთდება. ხუთშაბათიდან გუნდთან ერთად იქნება გიორგი აბურჯანიაც. ესპანური "კარტახენას" ფეხბურთელი თბილისში ხვალ ჩამოვა".
შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები 2 ივნისს შეხვდება რუმინეთს, ოთხი დღის შემდეგ კი ნიდერლანდებს. ორივე მატჩი ამხანაგური იქნება.
VIDEO: ფრე რუმინეთში, შავი ფორმა და მე-3 ადგილი ჯგუფში - როცა საქართველოს ნაკრებს სულ ცოტა დააკლდა
"ნუ დავაკავებთ უკვე დაძრულ მატარებელს", - სლუცკი კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ