ავტორიზაცია

"ნუ დავაკავებთ უკვე დაძრულ მატარებელს", - სლუცკი კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ

"ნუ დავაკავებთ უკვე დაძრულ მატარებელს", - სლუცკი კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ
თარიღი 26 May 2021, 12:26

ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ Спорт-Экспресс-თან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა:

"მოლაპარაკებების საკითხში არ ვარ ჩახედული, რადგან ამ საქმით კლუბის ხელმძღვანელობაა დაკავებული. ჩემი აზრით, კვარაცხელია წასვლისთვის მზად არის.

მან უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და უკვე დაძრული მატარებლის დაკავება არ ღირს. რაც შეეხება ქართველი შემტევის შემცვლელს, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს.

ჩვენს განკარგულებაშია დავითაშვილი და თვითონ ხვიჩას რუბინიდან წასვლა 100%-ით გადაწყვეტილი ჯერ ხომ არ არის?!

რაც არ უნდა იყოს, წარმატებებს ვუსურვებ მას. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების ვინგერის პროგრესში ჩემი წვლილი შევიტანე.

გაგებით მოვეკიდოთ იმ ფაქტს, რომ სხვა ქვეყნებში განვითარების უკეთესი პირობები არსებობს", - განაცხადა რუსმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, 20-წლის გარემარბის სახელს უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანის "ინტერსა" და სხვა გრანდებს.

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში სევილიას ერთ-ერთი გრანდი ეცილება - ესპანური პრესა

ხვიჩას ხმა მისცა ლოვრენმა, ჯოვინომ, ტაბიძემ და სხვებმა - ვინ გახდა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე?