ხვიჩას ხმა მისცა ლოვრენმა, ჯოვინომ, ტაბიძემ და სხვებმა - ვინ გახდა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე?
რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/2021 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, Спорт экспресс-მა ფეხბურთელებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, მათ შორის საუკეთესოს გამოსავლენად.
ყაზანის "რუბინის" შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 70 ქულით დაიკავა მეხუთე ადგილი, მასზე წინ კი აღმოჩნდენ შემდეგი მოთამაშეები:
1. სერდარ აზმუნი, 222 ქულა; 2. არტიომ ძიუბა, 121 ქულა; 3. ნიკოლა ვლაშიჩი, 93 ქულა; 4. კრისტიან ნობოა, 76 ქულა.
ქართველ ვინგერს ხმა მისცა არაერთმა ფეხბურთელმა, მათ შორის დეიან ლოვრენმა, რომელმაც ის თავის ტოპში მესამე ადგილზე გაიყვანა.
ზურიკო დავითაშვილმა "წითელ-მწვანეების" გარემარბი გაიყვანა მეორე ადგილზე, აზმუნის შემდეგ და ძიუბას წინ. რაც შეეხება იმ მოთამაშეებს, ვისთვისაც 20-წლის ფლანგელი გამოდგა საუკეთესო:
ბათუმის "დინამოდან" ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფლამარიონ ჯოვინო, ჯემალ ტაბიძე, "რუბინის" რამდენიმე ფეხბურთელი და ბევრი სხვა, ჯამში 10-მდე მოთამაშე.
რაც შეეხება თავად ყაზანელთა 21-ე ნომრის არჩევანს - 1. ჟორჯე დესპოტოვიჩი; 2. სერდარ აზმუნი; 3. არტიომ ძიუბა. ასეთია კვარას 3-ეული.
"კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია", - რუბინის მეკარე
ხვიჩას მამის მოულოდნელი განცხადება: "რუბინიდან წასვლის აუცილებლობა არ არის"