"კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია", - რუბინის მეკარე
ყაზანის "რუბინის" მეკარემ, იური დიუპინმა Спорт экспресс-სთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა:
"კვარაცხელია არის რუსეთის პრემიერ ლიგის განვლილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ტრავმა რომ არა, ის კიდევ უფრო შთამბეჭდავ წელს ჩაატარებდა.
ქართველ შემტევს ყურადღებით ვაკვირდებით, გასაგებია, რომ ის არის კლუბის აქტივი, რომლის ტრანსფერზე მსხვილი თანხის გამომუშავება შეიძლება.
ეს ნორმალურია, ევროპაში ფეხბურთელებს ყველა მსგავსი მეთოდით ყიდის. მიმაჩნია, რომ ხვიჩას პროგრესში ყველაზე დიდი წვლილი სლუცკის მიუძღვის.
მან თავისი შეგირდი განტვირთა და ბავშვივით აათამაშა. ლეონიდმა მას მოედანზე სრული თავისუფლება მისცა", - განაცხადა რუსმა.
შეგახსენებთ, რომ 20-წლის ვინგერის სახელს ევროპული პრესა უკავშირებს მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანის "ინტერსა" და სხვა გრანდებს.
რაც შეეხება "წითელ-მწვანეების" 21-ე ნომრის კლაუსულას, ანუ გამოსასყიდ თანხას, სატრანსფერო ფასი მერყეობს 20-დან 30 მილიონამდე.
დარჩა ვინმე? - 20 გუნდი, რომლის სახელს მთელი სეზონის მანძილზე კვარაცხელიას უკავშირებდნენ
ხვიჩას მამის მოულოდნელი განცხადება: "რუბინიდან წასვლის აუცილებლობა არ არის"